
დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება აღევლინება და სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ მრევლს მიმართა:
"დღეს, როდესაც ჩვენ კვლავ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და ვიხსენებთ წმინდა დავით მეფის პიროვნებას, მის ღვაწლს, უნდა დავფიქრდეთ ჩვენი ქვეყნის აწმყოზე, მომავალზე, ასევე წარსულზეც - რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყოთ; რა მოგვიტანა დავით მეფის მმართველობამ, რა მძიმე შედეგები მიგვიღია, როცა კი გვიღალატია და გადაგვიხვევია დავითის გზიდან; და გვმართებს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაში," - აღნიშნა მეუფე შიომ.