21 მარტი 2025,   11:44
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება "დიფ სთეითს", "დიფ სთეითი" - ოლიგარქიულ გავლენებს, აგენტურა საქართველოში მარცხდება, ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს

USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ სთეითი - ოლიგარქიულ გავლენებს, - ამის შესახებ, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ნაც.აგენტურის და მისი პატრონების სუბორდინაციაში:

USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ - სთეითი ოლიგარქიულ გავლენებს.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას:

დიფ სთეითისა და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს," - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები