24 მარტი 2025,   01:52
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ NGO-ებთან, არამედ უცხოურ GONGO-ებთან, უცხოური მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

აშშ-ის საგარეო დახმარების სქემების შესახებ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა, თუ რა სქემებით ხდებოდა საგარეო დახმარების გამოყენება სხვა ქვეყნებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოსახვევად, საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ NGO-ებთან, არამედ უცხოურ GONGO-ებეთან - Government-organized non-governmental organization - უცხო მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები