24 მარტი 2025,   00:44
ვრცლად
ვროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, სპიროს კაპრალოსი საქართველოშია. დღესვე, სპიროს კაპრალოსმა "ბაკურიანი 2025"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა მოინახულა და მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო.

სპიროს კაპრალოსი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში იმყოფება.

9-16 თებერვალს ზამთრის სპორტის სახეობებში ასპარეზობა უკვე ბაკურიანსა და ბათუმში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ფესტივალს უახლესი ინფრასტრუქტურით ხვდება.

დღის ამბები