24 მარტი 2025,   00:16
ვრცლად
საქართველოს, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უფრო ძლიერი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო გააჩნია - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-Global-ი ახალ ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-Global Ratings-მა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, უცვლელი - BB დონეზე დატოვა. ამასთან ერთად, ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ზრდის პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. ელიან, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 1,6% შეადგენს, ქვეყნის ეკონომიკა კი 5,9%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ეფექტური ფისკალური პოლიტიკის პარამეტრებს და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს
უკავშირებს. მიმოხილვაში საქართველოს მონეტარული პოლიტიკაც, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე გონივრულად არის შეფასებული. S&P-Global-ი ელის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას კვლავაც შეინარჩუნებს.

ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება პოზიტიურ მოლოდინებს უჩენთ. ამბობენ, რომ S&P-ი გავლენას მოახდენს მსხვილი ინვესტორებისა და საფინანსო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე, ასევე კიდევ უფრო გაამყარებს მათ
ნდობას ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ. ეს კი ანალიტიკოსების ინფორმაციით, პირდაპირ აისახება ქვეყანაში ინვესტიციების ზრდაზე.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე გუნდის ეფექტურ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ ქვეყანა წინსვლას გაგრძელებს. წარმატების და დასაწყისად კი ექვს მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებას მიიჩნევს.

S&P-Global Ratings- ი ქვეყნებს რეიტინგებს შემოსავლის, გადახდისუნარიანობის და რისკების მიხედვით ანიჭებს. ორგანიზაციის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა მომდევნო წელს, 5,2 %-ით გაიზრდება.

დღის ამბები