
გერმანიაში "ულტრამემარჯვენე" პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები მიუნხენსა და ბრემენში შედგა.
მიუნხენში აქციაზე 200 ათასი მოქალაქე გამოვიდა. პროტესტის მონაწილეებს ხელში ნაციზმის საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ.
გერმანიაში საპროტესტო მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერმა, ულტრამემარჯვენე პარტიასთან "ალტერნატივა გერმანიისთვის" საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონზე თანამშრომლობა დაიწყო.