
"ერთი დღე ჯარში" - პროექტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადას ქუთაისის მე-11 და მე-17 საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ.
ბავშვებმა ხონის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, სამხედროების საცხოვრებელ პირობებს, ჯარისკაცის ეკიპირებას, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას გაეცნენ და სამხედროებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხებიც მიიღეს.
თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება.