21 მარტი 2025,   10:39
ვრცლად
ქართველმა ახალგაზრდებმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, გაეროს მოდელირების პროგრამა გაიარეს

ქართველმა ახალგაზრდებმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, გაეროს მოდელირების პროგრამა გაიარეს. გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროგრამებში ყოველწლიურად ექსკლუზიურად "ბაქსვუდის" სკოლა მონაწილეობს და საქართველოს დელეგაციას წარმოადგენს.

გაეროს მოდელირება ახალგაზრდებს დებატების, დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.

"ბაქსვუდის" სკოლის დელეგაციას ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, არაერთხელ აქვს მოპოვებული აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო და საუკეთესო დელეგატის არაერთი ინდივიდუალური ტიტული.

დღის ამბები