21 მარტი 2025,   11:18
ვრცლად
როდესაც ასეთი გამოწვევებია მსოფლიოში, ადეკვატურად უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ ამიტომ დავაანონსეთ, რომ ერთი-ერთში ნათარგმნი ასლი გადმოგვაქვს "ფარას" კანონმდებლობის - ლევან მაჭავარიანი

"ქართული ოცნება" ახალი კანონების მისაღებად ემზადება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია მოქმედებდეს ამერიკული "ფარას" ზუსტი ანალოგი და ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული მედიის კანონი. ინიციატივა, რომლითაც ოპოზიცია უკმაყოფილოა, მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ გააჟღერა.

"ქართული ოცნება" აპირებს დააინიციროს კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული "ფარას" დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.

უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების გამოა საჭირო.

"ჩვენ ვხედავთ, ზოგადად რა აჟიოტაჟი და სკანდალია მსოფლიოში ატეხილი USAID-თან და NED-თან მიმართებაში. თუმცა, ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია აქვეყნებს ისეთ ფაქტებს და მტკიცებულებებს, რომ მართლა შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელია, თუ რამდენ ქვეყანაში ცდილობდნენ ეს დონორი ორგანიზაციები ენჯეოების მეშვეობით დესტაბილიზაციის და რევოლუციის მოწყობას.

როდესაც ასეთი გამოწვევებია, რა თქმა უნდა, ჩვენ ადეკვატურად უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ ამიტომ დავაანონსეთ, რომ ერთი-ერთში ნათარგმნი ასლი გადმოგვაქვს "ფარას" კანონმდებლობის, რომელიც დღევანდელი რედაქციით მოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობთ ჩვენ ოპონენტებს და ენჯეოებს. აუცილებელია, საქართველოში მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტების ეთიკის სტანდარტის დანერგვა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ბრიტანეთის სტანდარტის და შესაბამისი ნორმების მიხედვით. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს "ფეიკ" ნიუსების გავრცელება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა

 

 

დღის ამბები