24 მარტი 2025,   01:10
ვრცლად
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გურამიშვილის გამზირზე, საცხობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთვის 2-ს" განუცხადეს, მეხანძრე- მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები