30 აპრილი 2025,   09:49
ვრცლად
ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას - სამიტს 11-დან 13 თებერვლამდე დუბაი უმასპინძლებს

ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

სამიტს 11-დან 13 თებერვლამდე დუბაი უმასპინძლებს.

პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს ხვალ სიტყვით მიმართავს.

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, romlis შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. სამიტს 6 000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, მათ შორის, არიან 30-ზე მეტი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია.

დღის ამბები