
შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით, უცხოური დახმარების მიზნობრიობის გამჭვირვალობა პარლამენტის თავმჯდომარემ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა. შალვა პაპუაშვილმა ამის აუცილებლობაზე ჯერ სოციალურ ქსელში ისაუბრა. სტატუსს პოსტერი "მშვიდობით იარაღიც" დაურთო და დაწერა, რომ "გამრუდებული უცხოური დახმარებისგან" გასათავისუფლებელია, პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოება და დიპლომატია.
ქვეყნის პირველი კანონმდებელი მიიჩნევს,რომ ელჩების ნაწილი, ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად იქცნენ და მათი ამოცანა, საკუთარი ძალაუფლების თავს მოხვევა გახდა. ქვეყნის იზოლაციის მცდელობა და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაა ოპოზიციისთვის მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები. მიაჩნიათ, რომ ზოგიერთ მაგალითად USAID-ის შემთხვევებში, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის კრიტიკა გასათვალისწინებელი არაა. ამბობენ, იმასაც რომ არაერთი პროექტი საქართველოში სწორედ უცხოური დაფინანსებით განხორციელდა.
მმართველი პარტია საეჭვო და პოტენციურ დარღვევებზე დონორებისგან მეტი ინფორმაციის გასაჯაროვების იმედს იტოვებს. თავის მხრივ კი ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით საფრთხეების განეიტრალებას უზრუნველყოფს. უცხოური დაფინანსების მიზნობრიობის გამჭვირვალობას სახელისუფლებო პარტია პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ითხოვს.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ მათი საქმიანობა ქვეყნის ინტერესების შესაბამისია, ნაწილი კი საერთოდ გამორიცხავს, რომ მათი ორგანიზაციის ღიაობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდეს. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიღმა კონკრეტულ ინტერესს ხედავენ "ქართულ ოცნებაში". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხშირია, როცა მესამე სექტორის მიზანი მათი ორგანიზაციის შექმნის მიზნებს სცდება.
მმართველი გუნდში ამბობენ, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ის საკანონმდებლო ცვლილებები გაანეიტრალებს, რომლის მიღებასაც "ქართული ოცნება" მომდევნო თვეების განმავლობაში გეგმავს.