
11-13 თებერვალს დუბაი მსოფლიო მთავრობათა სამიტს მასპინძლობს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. სამიტზე 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80 საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციაა წარმოდგენილი.
სამიტმა უნდა იმსჯელოს იმ ეკონომიკურ ალიანებზეც, რომლებზეც გლობალური ცვლილებები აუცილებლად მოახდენს გავლენას. ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე წერია, რომ სამიტში მონაწილეობას ილონ მასკი მიიღებს.
მსოფლიო მთავრობათა სამიტის 6 000 სტუმარს შორის, გლობალური ეკონომიკითა და მომავლის ქალაქების მშენებლობით დაინტერესებული არა ერთი ბიზნეს ჯგუფია, რომლებიც მთელ მსოფლიოში ეძებენ ახალ საინვესტიციო ბაზრებს, თუმცა ირაკლი კობახიძეს ბიზნეს წრეების გარდა შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთანაც ექნება.
აღნიშნულ სამიტზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ გამოვა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე სპეციალურ შეხვედრებს გამართავს, როგორც მთავრობების მეთაურებთან, ასევე, ბიზნეს წრეებისა და სექტორების წარმომადგენლებთან.
ირაკლი კობახიძესთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრები. მსოფლიოს მთავრობათა სამიტი 13 თებერვლამდე გაგრძელდება.