
"პოლიტიკაში მთავარია მოთმინება, საქართველოსთვის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. ამიტომ ჩვენ ვატარებთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას. ჩვენ პროქართულები ვართ" - ირაკლი კობახიძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა შვეიცარიულ "ველთ ვოჩს", სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, უცხოური ძალების ჩარევაზე, ოპონენტების ლობისტებზე, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა.
ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ოცნების" პირველი პრემიერის და პარტიის დამფუძნებლის როლზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისაბაძი მაგალითია, რომელმაც ქვეყნის ინტერესებს ყველაფერი შესწირა.
"ევროკავშირში ჩვენი დამოუკიდებლობით უნდა შევიდეთ, შესაძლებელია შეინარჩუნო დამოუკიდებლობა, მშვიდობა და
ღირსება და გახდე ევროკავშირის წევრი" - აცხადებს პრემიერი ერთ საათიან ინტერვიუში, რომელიც მან შვეიცარიულ გამოცემას მისცა.