
თელასის ინფორმაციით, ქსელში გადართვების გამო 11 თებერვალს თბილისის გარკვეულ ქუჩებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან წამებულის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), არარატის, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ალაზნის, გელათის, ლადო მესხიშვილის, ხიდისთავის, ჯორბენაძის, გაბრიელ ეპისკოპოსის, რუისის, ავლაბრის, დუშეთის, იორის, არმაზის, ცუცქირიძის, ჩეხოვის და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.