
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლების ვიზიტი, უკრაინაში ამ კვირაში გაიმართება.
"ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან ბევრს. ამ კვირაში ჩამოვა რამდენიმე სერიოზული წარმომადგენელი პრეზიდენტ ტრამპის გუნდიდან უკრაინაში და ჩემს გუნდთან ცალკე შეხვედრები, საუბრები და მუშაობა გაიმართება," - განაცხადა ზელენსკიმ.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ტრამპის გუნდის რომელი წარმომადგენლები ჩავლენ უკრაინაში.