30 აპრილი 2025,   02:01
ვრცლად
თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა - მასში მონაწილეობდნენ თანატავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტის უკანონოდ ამოქმედების საკითხს.

დღის ამბები