
შალვა პაპუაშვილი მესამე სექტორსა და დონორებზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა - "ყოველი რადიკალი "ენჯეოს" უკან, რადიკალი დონორი დგას". "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რადიკალური დღის წესრიგის უკან - შვედეთის ხელისუფლების დაფინანსებაა. ამ განცხადებასთან ერთად ის აქვეყნებს შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის - ერიკ ოტოსონის ვიდეოს.
"თქვენ უნდა დაანახოთ მსოფლიოს თქვენი აღშფოთება. გადით ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტით. პროტესტი უნდა გაფართოვდეს. თუ სახლში სხედხართ და უყურებთ ამ გადაცემას იცოდეთ, რომ პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ყოველდღიური იყოს. გახსოვთ რევოლუცია უკრაინაში - ძალიან დიდი პროტესტი იყო მაიდანზე. ძალადობით მოხდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება მაგრამ, თქვენ არასდროს უნდა მიმართოთ ძალადობას. თუ ევროპული დემოკრატიის და ევროპული იდეების გწამთ, ქუჩაში უნდა იყოთ", - აცხადებს ერიკ ოტოსონი.
ოპოზიცია ამ და სხვა მსგავსი შინაარსის განცხადების გამო სპიკერს მწვავედ აკრიტიკებს. აცხადებენ, რომ ეს დეზინფორმაციაა.