22 მარტი 2025,   19:34
ვრცლად
"გვაქვს მოლოდინი, რომ სანქციები, ტარიფები და კვოტები იქნება ტრამპის პოლიტიკის, ეკონომიკური ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი" - ლევან მახაშვილი

ტარიფები არის ეკონომიკური ომის ერთ ერთი ინსტრუმენტი - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაბეგროს იმპორტირებული ფოლადი და ალუმინი, არის მხოლოდ დასაწყისი და ევროპასთან პოლიტიკა მომდევნო რამდენიმე თვეში უფრო მეტად გამოიკვეთება.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით,  არის მოლოდინი, რომ სანქციები, ტარიფები და კვოტები იქნება ტრამპის პოლიტიკის, ეკონომიკური ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი:

"ტარიფები ეს არის ეკონომიკური ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ტრამპის მთავარი მიზანი და არსი არის ის, რომ ამერიკამ მიიღოს სარგებელი იმ ურთიერთობებისგან, რაც აქვს იმის გამო, რა ხარჯებსაც წევს ის მსოფლიოს მასშტაბით. ახალი პრეზიდენტისგან არც ერთი ნაბიჯი მომავალში არ იქნება გადადგმული ისე, რომ ამან უპირველესად ამერიკას არ მოუტანოს სარგებელი. ამ ეტაპზე, ტრამპის უპირველესი პრიორიტეტი არის ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომების დასრულება. მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება ევროპასთან დაკავშირებით ამერიკის მკაფიო პოლიტიკა. მათ შორის, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სანქციები, ტარიფები და კვოტები იქნება მისი პოლიტიკის, ეკონომიკური ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები