22 მარტი 2025,   20:30
ვრცლად
ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე - პრემიერი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, კვლავ დუბაიშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, კვლავ დუბაიშია. ირაკლი კობახიძე უკვე გამოვიდა სიტყვით მსოფლიო მთავრობათა სამიტზე. მთავარი აქცენტები პრემიერმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე გააკეთა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე.

სამიტის ფარგლებში, შედგა ორმხრივი შეხვედრებიც. ირაკლი კობახიძე შეხვდა ქუვეიტელ კოლეგას. საუბარი საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ტურიზმს, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში ინვესტირების შესაძლებლობებს შეეხებოდა. აღინიშნა ორი ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დიდი პოტენციალი.

"მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის შესაძლებლობა, რომ მოვისმინოთ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების ხედვები გლობალურ საკითხებზე. ყველა ლიდერმა ხაზი გაუსვა მშვიდობის უალტერნატივობას. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები. ვგეგმავთ შეხვედრებს ციფრული მმართველობის, ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები