22 მარტი 2025,   19:57
ვრცლად
"მიწოდებული მასალებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, გაფართოვდება იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც წარიმართება გამოძიება" – ვატო შაქარიშვილის გამოკითხვა გვიან ღამით დასრულდა

გენერალურ პროკურატურაში "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრის, ვატო შაქარიშვილის გამოკითხვა 9 საათი გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. უწყებიდან გამოსული პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გამოძიებამ პროცესი კიდევ რამდენიმე მუხლით წარმართოს.

ამჟამად, სისხლის სამართლის საქმე საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებითაა აღძრული. ვატო შაქარაშვილის გარდა, გამოკითხულია ნანა კაკაბაძეც.

"საქმე არის მოცულობითი. გამომძიებელთან ერთად გავყევით ქრონოლოგიურად მოქმედებათა ჯაჭვს, რომელიც ასახავს საქართველოში აგენტურული ქსელის მრავალწლიან მუშაობას. ჩემ მიერ მიწოდებული მასალებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გაფართოვდება იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც წარიმართება გამოძიება", - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

 

დღის ამბები