22 მარტი 2025,   19:34
ვრცლად
"ეს არის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი არალეგიტიმური კომისია - ამ ქვეყანაში მათი გასასამართლებელი არავინ არ არის" - ლევან სანიკიძე

მიმდინარე კვირას უნდა შედგეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა. საუბარია ჯგუფზე, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და, 6 თვის შემდეგ, პროკურატურას სამართლებრივი რეაგირებისთვის მიმართოს.

კომისია გასულ კვირას შეიქმნა. ჯგუფში მმართველი გუნდის ხუთი წევრი, "ხალხის ძალის" ორი, ერთი კი "ევროპელი სოციალისტების" კვოტითაა წარმოდგენილი. კომისიაში ამ დრომდე ვაკანტურია გახარიას პარტიისთვის განკუთვნილი ორი ადგილი.

საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, აღნიშნული პროცესი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არის წარმართული და მას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს.

"ეს არის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი არალეგიტიმური კომისია. არავითარი მოლოდინი არ მაქვს, ნებისმიერი სიგიჟე შეუძლიათ გააკეთონ. არავითარ კავშირში არ არის სამართლებრივ განზომილებასთან. არავინ არ არის მათი გასასამართლებელი ამ ქვეყანაში. მათ მოუწევთ პასუხისგება შესაბამის დროს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები