17 მარტი 2025,   11:25
ვრცლად
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის სახელმწიფო სამდივნოს შორის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში მემორანდუმი გაფორმდა

აბუ-დაბიში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის სახელმწიფო სამდივნოს შორის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერ უსაფრთხოების სფეროებში. ცერემონია დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

მემორანდუმს ხელი მოაწერს ანრი ოხანაშვილმა და ანდორის სახელმწიფო მდივანმა მარკ როსელსოლერმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ურთიერთობის გაღრმავების კუთხით მან თავის კოლეგა საქართველოში დაპატიჟა, რათა სახელმწიფოებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარონ.

"დავპატიჟე კოლეგა საქართველოში და უახლოეს პერიოდში ის ესტუმრება საქართველოს, სადაც გვექნება შესაძლებლობა, რომ იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ არსებულ სერვისებთან დაკავშირებით გავუზიაროთ ინფორმაცია და ასევე მათგან მივიღოთ ინფორმაცია და გამოცდილება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ ტექნოლოგიას. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ის, რომ ყოველდღიურად ვიზრუნოთ სერვისების გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები