19 მარტი 2025,   23:18
ვრცლად
ბავშვთა სათამაშო მოედნის ქვეშ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი 160 აუფეთქებელი ბომბი იპოვეს - შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა

დიდ ბრიტანეთში, ვულერში, ბავშვთა სათამაშო მოედნის ქვეშ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი 160 აუფეთქებელი ბომბი იპოვეს. ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, სათამაშო მოედნის გაფართოების დროს, 14 იანვარს აღმოაჩინეს ასაფეთქებელი საშუალებები, რის გამოც სხვა ადგილების შესწავლაც დაიგეგმა. სამუშაოები 23 იანვარს დაიწყო და თავიდან 2-დღიან სამუშაოებს მოიცავდა, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ სამუშო მოედნის ქვეშ, ასაფეთქებელი საშუალებების დიდი რაოდენობა იყო.

მედიის ცნობით, სამუშაოების მხოლოდ პირველ დღეს, 65 ერთეული ასაფეთქებელი საშუალება აღმოაჩინეს. თითოეული ბომბის წინა დაახლოებით 4.5 კილოგრამი იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს საბრძოლო მასალები საწვრთნელ ბომბებად არის აღწერილი, ისინი მაინც ატარებენ მუხტს და, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, პროფესიონალების დახმარებით უნდა მოხდეს მათი მიწიდან ამოღება, რათა დავარწმუნოთ ყველა დაინტერესებული მხარე, რომ სათამაშო მოედანი კვლავ უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის", - აღნიშნულია ქალაქის ოფიციალური პირების განცხადებაში.

დღის ამბები