
ჰავაიზე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი "კილაუეა" კვლავ ლავას აფრქვევს. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
ვულკანი 23 დეკემბერს ამოიფრქვა და თითქმის 2 თვეა პერიოდულად იღვიძებს და ლავას უშვებს. ამოფრქვევა ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში, ვულკანის მწვერვალზე მდებარე კრატერში ხდება. ლავა საცხოვრებელ ადგილებს საფრთხეს არ უქმნის.
ბოლო ამოფრქვევა ჰალემაუმაუს კრატერის ფსკერზე მოხდა. ლავის ნაკადი კრატერიდან დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა.
ჰავაის ვულკანის ობსერვატორიამ განაცხადა, რომ ეს იყო მეცხრე ამოფრქვევა 23 დეკემბრის შემდეგ. წინა ეპიზოდები გრძელდებოდა 13 საათიდან რვა დღემდე.