17 მარტი 2025,   12:33
ვრცლად
სამუელ ელ ჯექსონი, სერენა უილიამსი და გრემის 5 ნომინაციაში გამარჯვებული სიმღერა - "სუპერ ბოულის" მორიგი დაუვიწყარი შოუ ამერიკული ფეხბურთის საფინალო მატჩზის შესვენებაზე

სამუელ ელ ჯექსონი, სერენა უილიამსი და გრემის 5 ნომინაციაში გამარჯვებული სიმღერა "სუპერ ბოულის" შოუზე - ამერიკული ფეხბურთის 59-ე საფინალო მატჩზის 15 წუთიანი შესვენება სხვების მსგავსად უკვე გახდა ისტორია, რომლის მონაწილე სტადიონზე მყოფ ათასობით მაყურებელთან ერთად ამერიკული მუსიკისა და სპორტის ვარსკვლავები იყვნენ. ყოველ წელს 15 წუთიან შოუს მილიონობით ტელემაყურებელი ელოდება, მათმა რაოდენობამ წლევანდელ მატჩზე კი 100 მილიონს გადააჭარბა.

"სუპერ ბოული" ამერიკული ფეხბურთის საფინალო მატჩია, რომელსაც ყოველწლიურად, როგორც შეერთებული შტატების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს.

საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი სტარტს 1967 წლიდან იღებს და ის ამერიკაში ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენად და ფაქტობრივად, ეროვნულ დღესასწაულად მიიჩნევა.

წლევანდელი მატჩის ფინალში ფილადელფიის "არწივებმა" კანზას სითის "ჩიფსი" ანგარიშით 40:22 დაამარცხა.

მაყურებელი ტრადიციულად, ღონისძიების სპორტული ნაწილის გარდა სუპერ ბოულის შესვენების შოუს ელოდება, სადაც 15 წუთის განმავლობაში სცენა ცნობილ მუსიკოსებს ეთმობა

2025 წელს შესვენების შოუს მთავარი გმირი კენდრიკ ლამარი იყო.

ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა სუპერ ბოულის რიგით 59-ე ჩემპიონატზე გრემის 5 ნომინაციაში გამარჯვებული სიმღერა They Not Like Us შეასრულა.

ყოველწლიურად არტისტები შოუს სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური საკითხების გასაჟღერებლად იყენებენ. მაგალითად, 2016 წელს ბიონსეს “formation” პერფორმანსი აფრო-ამერიკელების პრობლემებს შეეხო, ხოლო 2020 წელს შაკირასა და ჯენიფერ ლოპესის გამოსვლაში ლათინო-ამერიკული კულტურის აღიარებას გაესვა ხაზი.

შესვენების შოუ ამ სახით, პირველად 90-იან წლებში პოპის მეფემ, მაიკლ ჯექსონმა შექმნა - მისი 15 წუთიანი პერფორმანსი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია შოუს ისტორიაში.

სხვადასხვა დროს, "სუპერ ბოულის" სცენაზე ისეთი ლეგენდარული შემსრულებლები გამოვიდნენ, როგორებიც არიან პრინცი, დაიანა როსი, მადონა, ბიონსე, ჯგუფი "როლინგ სტოუნსი" და სხვა.

რიგით 59-ე სუპერ ბოულს ნიუ ორლეანმა უმასპინძლა, შოუ კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად პოპ კულტურაში, რომელიც 180-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს და 2025 წელს 126 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები