20 მარტი 2025,   06:10
ვრცლად
26 წლის ქალი პოლიციამ 4 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ალაბამას შტატში, 26 წლის ქალი პოლიციამ 4 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბავშვს მძიმე ტრავმები ჰქონდა მიღებული. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

25 იანვარს, 911-ში შეტყობინება შევიდა, რომ 4 თვის ჩვილს კრუნჩხვები ჰქონდა. საცხოვრებელ სახლში პოლიციის, სასწრაფო და სახანძრო ბრიგადების მისვლის შემდეგ, 4 თვის ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4-დღიანი მკურნალობის შემდეგ, ბავშვი გარდაიცვალა. ალაბამას სასამართლო მეცნიერების დეპარტამენტის სამედიცინო ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ კი, საქმეზე მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ ბავშვის 26 წლის დედა დააკავა, რომელსაც მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. პოლიციას არ გაუსაჯაროებია, კონკრეტულად რა ტიპის ტრავმები ჰქონდა ჩვილს, თუმცა განმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები