20 მარტი 2025,   06:38
ვრცლად
ქართული ღვინო კვლავ სომელიეების ყურადღების ცენტრშია - 8000 წლიანი ისტორიის მქონე პროდუქცია, პარიზში ერთდროულად რამდენიმე ღონისძიებაზე წარადგინეს

საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის 8 000 წლიანი ისტორიის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე მატულობს - ამჯერად საქართველო პარიზის რამდენიმე მასშტაბურ გამოფენაზე მთავარი მასპინძელი იყო. "ვინექსპო" ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა.

"ვინექსპო" 10 თებერვალს გაიხსნა. ღონისძიებაში 40-მდე ქვეყანა მონაწილეობდა. გამოფენის პარალელურად, პარიზის პრესტიჟული კულინარიული აკადემიის სტუდენტებისთვის მასტერკლასებიც გაიმართა.

საქართველო წარმოდგენილი იყო ბუნებრივი ღვინოების კიდევ ერთ საერთაშორისო გამოფენაზე. "რო ვაინ პარიზზე" ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი მონაწილეობდა.

საფრანგეთის გარდა, წელს ქართული ღვინო ესპანეთსა და იაპონიაშიც იყო წარმოდგენილი.

დღის ამბები