
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელ დირექტორს ნინო რუხაძეს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კომიტეტსა და ასოციაციას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო კომიტეტისა და ასოციაციის წევრთა ერთობლივი შეხვედრებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.