21 მარტი 2025,   10:33
ვრცლად
"საკუთარი სტატუსით, მხოლოდ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა" - ალეკო ელისაშვილმა დუბაის მმართველს შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სტატუსი წაშალა

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფასა და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მორიგ ქმედებაში მმართველი გუნდი ალეკო ელისაშვილს, სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსის გამო ადანაშაულებს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, "ფეისბუკ" გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დუბაის მმართველის შეხვედრის ამსახველი ფოტო დადო და დამცინავი ტექსტი დაურთო.

ჯერ დაწერა, თუმცა სოციალური ქსელიდან სტატუსი მალევე წაშალა. კითხვაზე თუ რატომ? - ალეკო ელისაშვილმა დღეს პასუხის გაცემა არ ისურვა. თანაგუნდელის დაცვა საკუთარ თავზე ვერც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" სხვა წევრებმა აიღეს.

ელისაშვილს საქციელი არც კოლეგა ოპოზიციონერებმა მოუწონეს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ელისაშვილმა საკუთარი სტატუსით, მხოლოდ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა. უმრავლესობის წევრების განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი - 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემომტანი, სწორედ დუბაი და ემირატებია და მისი მმართველის შეურაცხყოფა ქვეყნის მტრობის ტოლფასია.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, "ფეისბუკ" სტატუსი გუშინ გამოაქვეყნა, თუმცა რამდენიმე საათში წაშალა.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები