
USAID-ის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაზე, ამჯერად ამერიკის პრეზიდენტი საუბრობს. დაკონკრეტდა ქვეყნებიც. ამერიკა და ინდოეთი ეს ის სახელმწიფოებია, რომლის არჩევნებშიც USAID-ის ზეგავლენის მოხდენის ინტერესს დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს.
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა სენატშიც. დებატებში მონაწილეების თქმით, ორგანიზაცია ამერიკელი ხალხის თანხებს ფლანგავდა და აუცილებელია მათი თაღლითური საქმიანობის გამოაშკარავება. სხვა სახელმწიფოებში ხელისუფლებების ცვლილებებში USAID-ის როლზე საუბრობს კონგრესმენი ტომას მასიც.
ოპოზიციაში გამორიცხავენ, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს რაიმე ფრომით მცდელობა ჰქონოდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. ხელისუფლების ოპონენტები ძირითადად იმაზე საუბრობენ, თუ რა პროექტები აქვს დაფინანსებული USAID-ს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ის რაზეც ახლა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და უშუალოდ პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს, "ქართული ოცნების" მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ USAID-თან დაკავშირებით მათი ეჭვები გამართლდა და დადასტურდა.
საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის და მისი გუნდის პოზიცია ჩამოყალიბებულია. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ახალმა ადმინისტრაციამ დაფინანსება შეუჩერა "ნედსაც". სახაზინო დეპარტამენტმა უარი განაცხადა ამ ფონდისთვის თანხების გაცემაზე. ფონდში კი აცხადებენ, რომ დაფინანსების გარეშე ვეღარ გადაიხდიან ხელფასებს და ვერ დაფარავენ მთავარ ხარჯებს.