18 მარტი 2025,   08:17
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც აღნიშნულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის მიწოდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და სოფელ გლდანს შეეხება.

"გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 თებერვალს 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში აღმაშენებლის, 26 მაისის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ყაზბეგის, გამარჯვების, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 16:00-იდან 18:30 საათამდე - მომხმარებლების ნაწილს სოფელ გლდანში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე.

14:00-იდან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წითელიკლდე, ჩინთი, დოლოშა, გურგალველი, ახალციხე, ვარცლა, მიგრიაულები, მჭადიჯვარი, ლამოვანი, კოდისწყარო, ძალისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები