18 მარტი 2025,   07:32
ვრცლად
ტურისტს ფოტოების გადაღების დროს ზვიგენი დაესხა თავს, მსხვერპლმა ორივე ხელი დაკარგა - შემთხვევა კარიბის ზღვის სანაპიროზე მოხდა

კარიბის ზღვის სანაპიროზე ტურისტს ზვიგენი დაესხა თავს. Dailymail-ის ინფორმაციით, მსხვერპლმა ორივე ხელი დაკარგა.

ქალი, რომელიც სავარაუდოდ კანადის მოქალაქეა, ტერკსა და კაიკოსის კუნძულებზე შვებულებაში იმყოფებოდა.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს 55 წლის ქალი ნაპირიდან სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა და ზღვის არსებებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქმარმა ცოლის ზვიგენის თავდასხმისგან გადარჩენა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

დღის ამბები