24 მარტი 2025,   01:47
ვრცლად
რუსეთში აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

ვნუკოვოს აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, 28 წლის მამაკაცს მარმელადი გადაჰქონდა, რომლის შემცველობაშიც კანაფის ზეთი აღმოჩნდა.

ამერიკელი მოსკოვში სტამბოლიდან ჩაფრინდა. მას 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

BBC-ი წერს, რომ ამერიკელი მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსეთმა და ამერიკამ პატიმრები გაცვალეს.

მოსკოვმა შტატებს დაუბრუნა ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი, რომელიც რუსეთში 3 წლის წინ, მარიხუანას შენახვის ბრალდებით დააკავეს და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დღის ამბები