24 მარტი 2025,   00:52
ვრცლად
ირლანდიაში, თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და აეროპორტში დაბრუნება მოუწია (ვიდეო)

ირლანდიაში, დუბლინში, თვითმფრინავს აფრენიდან მალევე ტექნიკური პრობლემა შეექმნა და აეროპორტში მოუწია დაბრუნება. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავიდან ცეცხლის ალი გამოდის.

ავიაკომპანიის განცხადებით, თვითმფრინავი, რომელიც დუბლინიდან ორლანდოში, ფლორიდაში მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემის გამო, აფრენიდან მალევე, უსაფრთხოდ დაბრუნდა აეროპორტში.

დღის ამბები