
ესტონეთი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ აფხაზეთში, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.