24 მარტი 2025,   01:46
ვრცლად
"ამ უმძიმეს წუთებში გულითად სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს" - მიხეილ ყაველაშვილი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ უმძიმეს წუთებში გულითად სამძიმარსა და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს" - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები