23 მარტი 2025,   23:43
ვრცლად
აშშ-ის სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, სახელმწიფო უწყებებიდან 10 000-მდე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა - REUTERS

აშშ-ის სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტმა და მისმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, ბიუროკრატიის შემცირების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან 10 000-მდე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა, ვეტერანთა საქმეების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის დეპარტამენტების უწყებების თანამშრომლები.

სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულმა კიდევ 75 000-მა ადამიანმა სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის შეთავაზება მიიღო, რაც ამერიკის საჯარო მოხელეების 3%-ს შეადგენს.

დღის ამბები