24 მარტი 2025,   01:40
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.

ინფორმაციას რუსული მედია აფახაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 5 კანდიდატი მონაწილეობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს ევროკავშირი.

დღის ამბები