19 მარტი 2025,   22:57
ვრცლად
ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას უკრაინის ომის შესახებ საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან - ზელენსკის განცხადებით კი, მის ქვეყანას მიწვევა არ მიუღია

ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას უკრაინის ომის შესახებ საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან. მიზეზი აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებია, რომელიც ევროპის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

BBC-ის ინფორმაციით, შეხვედრას პარიზში, სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც დაესწრება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტის თქმით, ევროპელი ლიდერები პარიზში, ემანუელ მაკრონმა მიიწვია.

BBC წერს, რომ სამიტის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელის, კიტ კელოგის განცხადება, რომ ევროპელი ლიდერები გაივლიან კონსულტაციას, მაგრამ არ მიიღებენ მონაწილეობას აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.

ამასთან, თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინაც არის მიწვეული, თუმცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მის ქვეყანას ასეთი მიწვევა არ მიუღია.

დღის ამბები