19 მარტი 2025,   23:32
ვრცლად
უკრაინაში იშვიათი წიაღისეულის საბადოების დასაცავად, შესაძლოა, ამერიკამ სამხედროები განალაგოს - NBC News

უკრაინაში იშვიათი წიაღისეულის საბადოების დასაცავად შესაძლოა ამერიკამ სამხედროები განალაგოს. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას შესთავაზა შტატებისთვის იშვიათი ლითონების მომპოვებელი საწარმოების აქციების 50%-ის გადაცემა.

ამის სანაცვლოდ კი მზად არის საბადოების მიმდებარედ შეერთებული შტატების არმიის სამხედროები განათავსოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთთან ომის შეწყვეტის შეთანხმება მიიღწევა. წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები