
რუსთავში, კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. ვაჟა ფშაველას სახელობის ქუჩაზე, ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, მწვანე ზონები, განათების ახალი ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტული სივრცე მოეწო. ქალაქის შიდა უბნების კეთილმოწყობა, რუსთავში მიმდინარე წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2025 წელს, რუსთავში, შიდა გზების და შიდასაუბნო სივრცეების რეაბილიტაციისთვის, ჯამში 11 მილიონ ნახევარზე მეტია განსაზღვრული.