
თბილისის მერი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. კახა კალაძე დაღუპული ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს უსამძიმრებს.
"შეუძლებელია ნუგეშის სიტყვების პოვნა ასეთი ტრაგედიის დროს. ბათუმში დაღუპულ ორ მცირეწლოვანს გლოვობს მთელი საქართველო. თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, ბათუმელებს" - წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.