19 მარტი 2025,   23:22
ვრცლად
"ლოკაცია, სადაც ტრაგედია დატრიალდა, სამშენებლო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არის, მანდ სამუშაოებს არ ვაწარმოებთ" - სამშენებლო კომპანია "ანაგის" წარმომადგენელი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

ტრაგედია ბათუმში - ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მათ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ორი არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა ის სამშენებლო კომპანია, რომელმაც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს კონკრეტული ლოკაცია მათ სივრცეში არ შედის და ეს არ არის ტერიტორია, სადაც კორპუსების სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.

"ლოკაცია, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, სამშენებლო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არის, ეს ტერიტორია ჩვენი პასუხისგმებლობის ზონაში არ არის, ჩვენ მანდ სამუშაოებს არ ვაწარმოებთ. ტერიტორიასთან რამე შეხება არ გვქონია. სამშენებლო ტერიტორიის გარეთ არის. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ტრაგედიაა, გამძლეობა მისცეს ღმერთმა ოჯახის წევრებს და ახლობლებს", - აცხადებს სამშენენლო კომპანია "ანაგის" წარმომადგენელი დავით ანდღულაძე.

დღის ამბები