19 მარტი 2025,   23:58
ვრცლად
"ეს არ არის სუვერენული უკრაინის ინტერესი, მოცემული შეთანხმება არ დაგვიცავს" - ზელენსკის თქმით, ტრამპის შეთავაზებული წიაღისეულის მოპოვების პროექტი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს არ შეიცავს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტრამპის შეთავაზებული წიაღისეულის მოპოვების შეთანხმების პროექტი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს არ შეიცავს. მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა ამ შეთანხმების ხელმოწერაზე.

"როიტერის" წყაროების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ხელმოსაწერად დოკუმენტი შესთავაზა, რომელიც აშშ-ის მიერ უკრაინის იშვიათი მინერალების 50 პროცენტის ფლობას ითვალისწინებდა.

"დღეს ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში. ეს არ არის სუვერენული უკრაინის ინტერესი. მოცემული შეთანხმება არ დაგვიცავს. ის ჯერ არ არის მზად ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ინვესტიციებზე და ეს იურიდიულად კორექტული უნდა იყოს", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები