
ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, რასაც 3 და 6 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"სიტყვები უძლურია გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია.
ორი პატარა სიცოცხლის დაკარგვა ძალიან მძიმე და მოუშუშებელი ჭრილობაა მათი ოჯახებისა და მთელი ქვეყნისთვის.
ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმელებს და ჩვენს საზოგადოებას", - წერს შალვა პაპუაშვილი.