26 მარტი 2025,   01:39
ვრცლად
რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში მოხდა

ინდოეთში, ნიუ-დელის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას daily mail- ავრცელებს.

მედიის ცნობით, რკინიგზის სადგურზე ორი მატარებელი დაგვიანებით მივიდა და მატარებლებში მოხვედრას დიდი რაოდენობით მგზავრი ცდილობდა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 10 ქალი და 3 ბავშვია.

ცნობისთვის, ათასობით მორწმუნე მატარებლებში მოხვედრას ცდილობდა, რომლებიც პრაიაგრაჯის დროებით დასახლებაში მიემართებოდნენ, სადაც Maha Kumbh-ის ფესტივალი უნდა გაიმართოს.

დღის ამბები