19 მარტი 2025,   23:29
ვრცლად
მარკო რუბიო ისრაელშია - ის ისრაელის მაღალჩინოსნებთან დარჩენილ მძევალთა დაბრუნებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრებს

მარკო რუბიო ისრაელშია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო ისრაელის მაღალჩინოსნებს შეხვდება და "ჰამასის" დარჩენილ მძევალთა დაბრუნებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრებს.

ვიზიტი გუშინდელ გაცვლას მოჰყვა. ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა 3 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელის ციხე კი 369 პალესტინელმა პატიმარმა დატოვა.

რუბიო ასევე საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრება.

დღის ამბები