20 მარტი 2025,   06:18
ვრცლად
1 დაღუპული და 2 დაშავებული - ბათუმში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაღუპული ერთ-ერთ ავტომობილში იჯდა. სამართალდამცავებმა 1 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები