26 მარტი 2025,   01:35
ვრცლად
პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, შტატებმა შესაძლოა ბელარუსზე დაწესებული სანქციების მოხსნა განიხილოს - The New York Times

პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, შტატებმა შესაძლოა ბელარუსზე დაწესებული სანქციების მოხსნა განიხილოს. ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში, ლუკაშენკოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგებლები შეხვდნენ.

სტატიაში წერია, რომ ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კრისტოფერ სმიტმა 13 თებერვალს ვილნიუსში მიმდინარე შეხვედრისას დასავლელ დიპლომატებს გაუზიარა.

დღის ამბები